პარასკევი, მაისი 16, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
სეს-მა ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული 12 ობიექტი დააჯარიმა

23-02-2022

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებს ამოწმებენ. სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა გურიის რეგიონსა და აჭარაში არსებულ 49 ობიექტში, მათ შორის ვეტერინარულ აფთიაქებში, ვეტერინარულ კლინიკებსა და ზოომაღაზიებში. ობიექტების უმეტესობა დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა.


12 ობიექტი, ვადაგასული პრეპარატების, ეტიკეტირების, შენახვისა და რეალიზაციის წესების დარღვევისთვის, აგრეთვე, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის გამო დაჯარიმდა.


სურსათის ეროვნული სააგენტო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტების შემოწმებას.


მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე წელსაც აქტიურად აგრძელებს. დაგეგმილია ყველა ობიექტის შემოწმება და ინსპექტირებების რაოდენობის გაზრდა. აღნიშნული კონტროლი ხელს უწყობს უხარისხო და ვადაგასული პრეპარატების ქსელიდან ამოღებას, მოსახლეობისა და ფერმერების ინტერესების დაცვას.



2021 წელს 628 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა, საიდანაც 144 შემთხვევაში გამოვლინდა შეუსაბამობები, რაზეც სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.