გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურა ქადაგიძე: საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩზე ნაცმოძრაობის ლიდერები გეგმავენ ჯგუფის მობილიზებას; აქტივობის ოფიციალური მხარე უკრაინის მხარდაჭერა, ხოლო რეალური მიზანი პროვოკაცია იქნება

23-02-2022

,,ორგანიზატორების გეგმის მაქსიმალური, სასურველი შედეგია ერთი მხრივ ქართველი გულშემატკივრის მინიმუმ ფიზიკური დაზიანება, მეორე მხრივ ისრებისა და ყურადღების საქართველოსკენ გადმოტანა, ჩვენი ქვეყნის ჩათრევა მძიმე პროვოკაციებში” - წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე დაგეგმილ პროვოკაციის შესახებ.


ანალიტიკოსი მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს - აღკვეთონ ეს ვერაგული პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ!


,,საქართველო - რუსეთის შეხვედრასთან დაკავშირებით (რაგბი) ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გეგმავენ სხვადასხვა აქტიური ჯგუფის მობილიზებას... აქტივობის ოფიციალური და გარეგნული მხარე იქნება რუსეთის ოკუპაციის გაპროტესტება და უკრაინის მხარდაჭერა, ხოლო რეალური მიზანი იქნება პროვოკაცია, რომელზეც უნდა წამოეგონ რუსეთის ნაკრების მოთამაშეები. გეგმის მიხედვით, მძიმე შეურაცხყოფების გარდა, განიხილება სასტუმროში ან მოედანზე შევარდნის ვერსიებიც როგორც წინა დღეს ვარჯიშზე, ასევე შეხვედრის დღეს. ორგანიზატორების გეგმის მაქსიმალური, სასურველი შედეგია ერთი მხრივ ქართველი გულშემატკივრის მინიმუმ ფიზიკური დაზიანება, მეორე მხრივ ისრებისა და ყურადღების საქართველოსკენ გადმოტანა, ჩვენი ქვეყნის ჩათრევა მძიმე პროვოკაციებში... მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ ლიდერებს და სამართალდამცავ უწყებებს, აღკვეთეთ ეს ვერაგული პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ!” - წერს ანალიტიკოსი facebook - ზე.