შაბათი, მაისი 31, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
თავდაცვის მინისტრმა იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო

23-02-2022

23 თებერვალი 1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკერების ხსოვნის დღეა. თავდაცვის მინისტრმა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.


დაღუპული გმირების ხსოვნას ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან, მის მოადგილეებთან და აკადემიის ხელმძღვანელობასთან ერთად მიაგო პატივი. მინისტრმა იუნკერების გმირობის ისტორიები და მათი ღვაწლი გაიხსენა.


მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრი პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის სახელობის სამხედრო მუზეუმში წიგნის - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ) შეიარაღებული ძალები“ პრეზენტაციას დაესწრო. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებსა და იუნკერებს წიგნი ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა და ავტორებმა, მოწვეულმა სტუმრებმა ალექსანდრე ჩხეიძის სახელობის სამხედრო საგამოფენო სივრცეც დაათვალიერეს, სადაც მუდმივი ექსპოზიციის სახით აკადემიის ისტორიის ამსახველი ფოტოები, ხელნაწერები, ქართული საბრძოლო იარაღი და აღჭურვილობაა წარმოდგენილი.