23-02-2022
ქ. ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, №15 და №25-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გარე ფასადებს და სადარბაზოებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამ დროისთვის ტენდერები დასრულებულია და მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საცხოვრებელი კორპუსების ფასადების შეღებვა, სადარბაზოებისა და აივნების კეთილმოწყობა, სადარბაზოებში შეიცვლება ფანჯრები, ასევე, კორპუსის მაცხოვრებლები რკინის ახალი კოდირებული კარით ისარგებლებენ.
"ქალაქისი ერ-სახის მოწესრიგება და მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება მუნიციპალიტეტის მერიისერთ-ერთი პრიორიტეტია, ამ მიზნით ინფრასტრუქტურული სამუშაოები ეტაპობრივად გრძელდებ" - აცხადებენ მერიაში.