23-02-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში სასმელი წყლის შიდა ქსელი ეწყობა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. პროექტი გარდამავალია, სამუშაოები აქ გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყლის სათავე ნაგებობიდან ახალ გამანაწილებლამდე შიდა ქსელისა და საუბნო გამანაწილებლების მოწყობა.
პროექტის დასრულების შემდეგ სოფელ ურავლის მაცხოვრებლები უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებენ.