გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დავით ზალკალიანი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

23-02-2022

საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა.


შეხვედრაზე განხილულ იქნა უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარება და მიმდინარე პროცესების გავლენა როგორც გლობალურ, ისე რეგიონალურ უსაფრთხოებაზე.


სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას. როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, არსებულ ვითარებაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პარტნიორების მხრიდან უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას და ერთიანი პოზიციის შენარჩუნებას.


მან მადლობა გადაუხადა პარტნიორ ქვეყნებს შექმნილი ვითარების ფონზე საქართველოსთან მუდმივი კორდინაციის და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის.