გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: არ უნდა მოვწყდეთ რეალობას, ზედმეტი ემოციები და ზედმეტი სიტყვები არაფრისმომცემია

23-02-2022

ჩვენ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ, რომ რაღაც წვლილი შევიტანოთ სიტუაციის დეესკალაციაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, უმნიშვნელოვანესია ვითარების რეალისტური შეფასება.


„ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები და ზედმეტი წარმოდგენა არ უნდა გვქონდეს. ჩვენი რეგიონი ძალიან პატარა რეგიონია და ეს ყველაფერი, ცხელი მოვლენები ხდება ევროპის შუაგულში და ევროპის მთელი უსაფრთხოების არქიტექტურა, მთელი სისტემა, არა მხოლოდ ევროპის, მთელი საერთაშორისო სისტემა არის დიდი გამოწვევის წინაშე. ჩვენს ქვეყანას რაც შეუძლია, მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ კიდევაც, მაგრამ ჩვენ არ უნდა მოვწყდეთ რეალობას და ზედმეტი ემოციები და ზედმეტი სიტყვები არაფრისმომცემია", - აღნიშნა პრემიერმა.