გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: გადაწყვეტილებებს ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ

23-02-2022

ჩვენ ვაკვირდებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეაქციას, ყურადღებით შევისწავლით სანქციებს, მის შესაძლო ეფექტებს როგორც რეგიონზე, ასევე ჩვენს ქვეყნაზე და ამის მიხედვით, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


ჩვენ ვაკვირდებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეაქციას, ყურადღებით შევისწავლით სანქციებს, მის შესაძლო ეფექტებს როგორც რეგიონზე, ასევე ჩვენს ქვეყნაზე და ამის მიხედვით, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო პატარა ქვეყანაა რომელსაც თავისი როლი აქვს, და ქვეყანამ მშვიდად, ეროვნული ინტერესებს გათვალისწინებით და პრაგმატულად უნდა იმოქმედოს.



„დღეს ნამდვილად ძალიან რთული იქნება იმის თქმა, რა გავლენა ექნება შესაძლო სანქციების გამკაცრებას რუსეთის მიმართ და შემდეგ ეს როგორ აისახება რუსეთის ეკონომიკაზე და შესაბამისად, როგორი გავლენა ექნება მას ჩვენს ეკონომიკაზე. ბუნებრივია, ამას ჩვენი ანალიტიკოსები სწავლობენ, აკვირდებიან. დღეს სურათი ბოლომდე არ არის გამოკვეთილი. გარდა იმისა, რაც მოვისმინეთ, რომ გარკვეული სანქციები დაუწესეს ევროკავშირის წევრებმა, ასევე ამერიკამ ამ ორ აღიარებულ სუბიექტს დაუწესა სანქციები, ამის მეტი ჩვენ არაფერი გვსმენია. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ამ ვითარებაში ჩვენ გვმართებს ნაკლები ემოციები. ჩვენ, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ ყოველთვის. პრაგმატულობა და ჩვენი ეროვნული ინტერესებით მოქმედება უნდა იყოს ჩვენი გზამკვლევი ამ და სხვა ნებისმიერ სიტუაციაში. ჩვენ ვაკვირდებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეაქციას, ყურადღებით შევისწავლით სანქციებს, მის შესაძლო ეფექტებს როგორც რეგიონზე, ასევე ჩვენს ქვეყნაზე და ამის მიხედვით, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს.


ის, რაც მოვახერხეთ ბოლო 9 წლის განმავლობაში, ამ რთულ რეგიონში, მითუმეტეს, ოკუპაციის პირობებში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის სერიოზული მიღწევა. რას ვგულისხმობ - ის ფაქტი, რომ ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის და ეროვნული პოლიტიკის შედეგად, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებზეა გათვლილი და სხვაზე არაფერზე, მოვახდინეთ სიტუაციის დეესკალაცია, ვაჭრობის გახსნა, ბაზრების გახსნა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა. ეს ყოველივე ჩვენს ქვეყანას გაცილებით ძლიერ პოზიციაში ამყოფებს, ვიდრე იყო 2012 წელს. ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერობის დროს მოხდა ყირიმის ანექსია და ჩვენ ვაკვირდებოდით, თუ რა რეაქცია ექნებოდა დასავლეთს და მსოფლიოს. რამდენიმე თვის შემდეგ მე მქონდა ვიზიტი ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში და პრაქტიკულად, აღარავინ საუბრობდა ყირიმზე, ეს რა თქმა უნდა, ტრაგედიაა. დღეს კიდევ უფრო გართულდა სიტუაცია, კიდევ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დააყენა რუსეთმა მთელი საერთაშორისო წესრიგი. უნდა ითქვას პირდაპირ, რომ რუსეთი ცდილობს შეცვალოს მსოფლიო წესრიგი, ის წესრიგი, რომელიც დამყარდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ცივი ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგ. ეს წესრიგი, ეს რეალობა დღეს გადახედვის პროცესშია. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ჩვენი როლი გვაქვს, მაგრამ ზედმეტი ემოციების დახარჯვა არაფრის მომტანია ჩვენთვის. ჩვენ მშვიდად, ცივად, ეროვნული ინტერესებს გათვალისწინებით და პრაგმატულად უნდ ვიმოქმედოთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.