გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ახალდაბაში შინმოუსვლელთა სკვერი განახლდა

10-05-2018

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა ბორჯომელ ვეტერანებს. იგი დაბა ახალდაბაში, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ახლად რეაბილიტირებული „შინმოუსვლელთა სკვერის“ საზეიმო გახსნას დაესწრო და გვირგვინით შეამკო მეორე მსოფლიო ომის გმირის, ახალდაბელი მფრინავის ნიკოლოზ აბრამაშვილის მემორიალი. საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, კახა სამხარაძემ კაცობრიობის უახლეს ისტორიაში ვეტერანების ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრა. „დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, არა მარტო ჩვენი ქვეყნისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის. დღეს, ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავს ვზეიმობთ და თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ამ ომში განსაკუთრებით დიდი წვლილი შეიტანა. ვფიქრობ თითოეული თქვენგანი, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობა შესწირეთ ამ ომს შესაბამისად დაფასებულნი უნდა იყოთ. ჩვენ ყველანი ვალდებული ვართ თქვენს წინაშე“ - აღნიშნა გუბერნატორმა ბორჯომელ ვეტერანებთან საუბრისას. ახალდაბის სკვერის გახსნამდე, კი ტრადიციულად ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან ერთად, ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალთან შეიკრიბნენ, ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს იგი, მოეწყო ასევე, საზეიმო სვლა „ძმათა სასაფლაოზე". გარდა ამისა, 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბორჯომში მცხოვრებ 11 ვეტერანს საჩუქრად მუნიციპალიტეტისაგან 200, ხოლო საქართველოს მთავრობისგან 600 ლარი გადაეცა.