გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს

24-02-2022

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს.


ზელენსკის განცხადებითვე, უკრაინელი ხალხი თავისუფლებას არ დათმობს.


„ეს დილა ისტორიაში შევიდა, თუმცა ეს ისტორია განსხვავებულია ჩვენი ქვეყნისა და რუსეთისთვის. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გავწყვიტეთ. უკრაინა თავს იცავს და თავის თავისუფლებას არავის მისცემს. უკრაინელებისათვის დამოუკიდებლობა და საკუთარ მიწაზე ცხოვრების უფლება უმაღლესი ღირებულებაა. დღეს დილით რუსეთი საძაგლად დაესხა თავს ჩვენს სახელმწიფოს, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტურმა გერმანიამ გააკეთა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტმა კი ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.