გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სამცხე-ჯავახეთში ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი აღნიშნეს

10-05-2018

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელებმა, ასევე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს ახალციხეში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მემორიალი. ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს მხარის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსმა დავით ფეიქრიშვილმა. მათ პატივსაცემად გაიმართა კონცერტი ახალციხის ფოლკლორული კოლექტივების მონაწილეობით. ფაშიზმზე გამარჯვების 73 წლისთავის აღსანიშნავად ვეტერანებთან შეხვედრები გაიმართა, ასევე მხარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც, მოეწყო საზეიმო სვლა ძმათა სასაფლაოებზე, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს უცნობი ჯარისკაცისა და ომში დაღუპულთა საფლავები, ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალები. გარდა, საზეიმო ცერემონიალისა თითოეულმა მუნიციპალიტეტმა მათ ფულადი დახმარებაც გაუწია. ამჟამად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში მეორე მსოფლიო ომში მონაწილე 40 ვეტერანი ცხოვრობს, რომლებმაც მისალოცი ბარათები და ერთჯერადი ფულადი საჩუქარი მიიღეს საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისგან. მათ თავიანთ საპენსიო ანგარიშებზე ჩაერიცხებათ მთავრობის დახმარება 600 ლარის ოდენობით, ხოლო მარჩენალდაკარგულთა ოჯახებს 300 ლარის ოდენობით.