გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პროკურატურამ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისათვის დაკავებულ ერთ პირს ბრალი წარუდგინა

24-02-2022

საქართველოს პროკურატურამ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისათვის დაკავებულ ერთ პირს ბრალი წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ.-სათვის ცნობილი იყო, რომ ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩადენილი ჰქონდათ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა და რომ იძებნებოდნენ პოლიციის მიერ.მიუხედავად ამისა,მან წინასწარ შეუპირებლად, დაფარა ბრალდებულთა ადგილსამყოფელი, არ შეატყობინა სამართალდამცავებს და მათ მისცა თავშესაფარი თავის საცხოვრებელ სახლში. კერძოდ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე 2021 წლის 19 სექტემბერს ღამით, დაახლოებით 02:03 საათზე მივიდნენ ი.ბ.-ს სახლში და ღამე გაათენეს ამ უკანასკნელთან, ხოლო იმავე დღეს დაახლოებით 16:00 საათზე ი.ბ.-ს მიერ გამოძახებული ტაქსით დატოვეს ტერიტორია.


სამართალდამცველებმა ი.ბ. 2022 წლის 24 თებერვალს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ი.ბ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.


სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.