გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოსული უკრაინის მოქალაქეებისთვის

25-02-2022

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ტურისტული მიზნით იმყოფებიან, კერძო სექტორთან მჭიდრო მხარდაჭერით სასტუმროში უსასყიდლოდ დარჩენა შესთავაზა. ამ დროისათვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დახმარების თხოვნით უკვე მიმართა 100 - მდე უკრაინელმა ტურისტმა.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოსული უკრაინის მოქალაქეებისთვის. მისი თქმით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციით, კერძო სექტორმა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოთქვა სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოში მყოფ უკრაინელ ტურისტებს და მათ მასპინძელ კერძო სექტორის წარმომადგენლებს უკვე მიმართა და დახმარება შესთავაზა უფასო ცხელი ხაზის მეშვეობით.


საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფასო ცხელი ხაზი 0 800 800 909 ფუნქციონირებს 24/7 განმავლობაში! ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.