გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას უკრაინის ქმედითი მხარდაჭერისკენ მოუწოდა

25-02-2022

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე ვენაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა.


ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ერთიანი უსაფრთხოება ნიშნავს იმას, რომ თუ ცალკეული ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება საფრთხე, მაშინ მთელი ევროპის უსაფრთხოება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.


„რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებს და ეუთო-ს დამფუძნებელ აქტს. დღეს ვიხილეთ ევროპაში საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის მაგალითი" - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე.


„მოსკოვმა გაააქტიურა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიის პროცესი და ყოველდღიურად აგრძელებს პროვოკაციებს, რაც იწვევს ადგილზე სიტუაციის დესტაბილიზაციას. ადგილობრივი მოსახლეობის ბაღებსა და ვენახებში მავთულხლართების გავლება, საოკუპაციო ხაზზე გადასასვლელების დაკეტვა, საქართველოს მოქალაქეთა გატაცებები და უკანონო დაკავებები, ქართველი ბავშვებისთვის განათლების მშობლიურ ენაზე მიღების უფლების ჩამორთმევა, ქართული სოფლებისთვის სახელების გადარქმევა და ქართული კულტურული კვალის წაშლა - ეს ყველაფერი, საქართველოს ისტორიული მხარეების ოკუპაციის შედეგია. უნდა დავეთანხმო ჩემს უკრაინელ კოლეგას, რომ ეს ომი არ წარმოებს მხოლოდ დონბასის, ან რუსულენოვანი უმცირესობის გამო, ეს ომი მიზნად ისახავს როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს და სხვა სახელმწიფოების დამოუკიდებლობის განადგურების მცდელობას," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


მისი განცხადებით, რეგიონში რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე საერთაშორისო საზოგადოების შესაბამისი რეაგირების არარსებობა სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ევროპის უსაფრთხოებას. „ეუთო-ს როლი ევროპაში სტაბილურობის და უსაფრთხოების შენარჩუნების პროცესში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. უნდა ვიმოქმედოთ ახლავე!" - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.