შაბათი, მაისი 31, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ტატიანა მარჩენკო უკრაინელი ტურისტი: მადლობა საქართველოს მთავრობას, რომელიც 24 საათის განმავლობაში გვკითხულობს და გვეხმარება

25-02-2022

უკრაინელი ტურისტები, რომლებმაც სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლეს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კერძო სექტორთან კოორდინაციით სასტუმროებში სრულიად უსასყიდლოდ განთავსდებიან. სასტუმროებში განთავსება დღეს დილიდან დაიწყო. სასტუმროში უკრაინელ ტურისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დახვდა და მათ თანადგომა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.


უკრაინელი ტურისტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებიდან მათ პირველივე წუთებში დაუკავშირდნენ და დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს.

" მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს ასეთი მასპინძლობისთვის. ჩვენ საქართველოში 17 თებერვლიდან ვიმყოფებით. უმძიმესი დრო უდგას უკრაინას და საქართველომ ასე გვიპატრონო, მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას, რომელიც 24 საათის განმავლობაში ხაზზეა, გვკითხულობს, გვეხმარება. ქართველ ხალხს ასეთი თანადგომისთვის. "- აცხადებს უკრაინელი ტურისტი ტატიანა მარჩენკო.


ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გუშინ დილიდან აამოქმედა უფასო ცხელი ხაზი, სადაც საჭიროების შემთხვევაში, უკრაინელი ტურისტებს შეუძლიათ დარეკონ და ყველა სახის ინფორმაცია და დახმარება მიიღონ.


ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დახმარების თხოვნით უკვე მიმართა 100 მდე უკრაინელმა ტურისტმა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციით, კერძო სექტორმა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოთქვა სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს.