გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზელენსკი: ჩვენ მარტო დავრჩით!

25-02-2022

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა საკუთარი სახელმწიფოს დასაცავად მარტო დარჩა.


როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, მან დღეს ევროპის 27 ლიდერს ჰკითხა, იქნება თუ არა უკრაინა ნატოში, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.


"პირდაპირ ვკითხე მათ, ყველას ეშინია, არ მპასუხობენ - ჩვენ არ გვეშინია, არაფრის გვეშინია.


მადლობა თითოეულ სახელმწიფოს, რომელიც არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტულად გვეხმარება კონკრეტულად, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ჩვენ მარტო დავრჩით ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად“, - აცხადებს ზელენსკი.


რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაცია გუშინ, გამთენიისას დაიწყო, რის შემდეგაც ზელენსკიმ ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.