გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსთავის დემოკრატიულ ცენტრში სკოლის უსაფრთხოების კონცეფციასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

10-05-2018

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სკოლის უსაფრთხოების კონცეფციასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მანდატურის სამსახურთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებების კანონპროექტზე იმსჯელეს.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ რესურს-ცენტრების ხელმძღვანელები, ქვემო ქართლის სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და მანდატურები, ასევე განათლებისა და მეცნიერებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანი იყო ზოგადი განათლების სისტემაში ჩართული და სხვა დაინტერესებული პირებისთვის სკოლის უსაფრთხოების კონცეფციის გაცნობა, მათი შეფასებისა და ინიციატივების მოსმენა.

„სკოლის უსაფრთხოების თემატიკა არის მრავალკომპონენტიანი მიმართულება, რომელშიც უნდა იყოს თანაბრად გათვალისწინებული მოსწავლეების, მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციისა და მშობლების ჩართულობა, როგორც პრევენციის, ასევე მართვის პროცესში. მნიშვნელოვანია აგრეთვე ფსიქოლოგიური სამსახურების გაძლიერება. მანდატურის სახელმწიფო სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური სამსახურებით ჩვენ შევძლებთ ამ სერვისის გაძლიერებას“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.