გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლევან ნიკოლეიშვილი: ბატონო გახარია, სირცხვილი ქვეყნის დაცვა და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვა კი არა, სირცხვილი ღალატი და ორპირობაა

25-02-2022

"ნაცმოძრაობის ნარატივს რომ იმეორებ, მაგრამ მაინც მგონია ხოლმე, რომ სადღაც გეყოფა სინდისი და გაჩერდები, მაგრამ სულ ტყუილად..." - ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი გახარიას facebook პოსტს ეხმიანება.


„გახარიას გამოუყვია თავი პარიზის ნახევარმილიონ ევროიანი სახლიდან და პრემიერი გაუკრიტიკებია, სანქციებზე ცუდი განცხადება გააკეთაო. ეს რეზიდენტი (რომელი ქვეყნის, მოგვიანებით დაზუსტდება) წესით არ უნდა ბედავდეს ამდენს, მაგრამ რადგან ბედავს, პასუხიც საჭიროდ მიმაჩნია: ბატონო გახარია, სირცხვილი ჩვენი ქვეყნის დაცვა, ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვა და მშვიდობის შენარჩუნება კი არა, სირცხვილი ღალატი და ორპირობაა. თან ისეთი ღალატი, როგორიც შენ ჩაიდინე... ამიტომ გასაკვირი არაა, რომ შენი პოლიტიკური პარტნიორების, ნაცმოძრაობის ნარატივს რომ იმეორებ, მაგრამ მაინც მგონია ხოლმე, რომ სადღაც გეყოფა სინდისი და გაჩერდები, მაგრამ სულ ტყუილად...“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.