სამშაბათი, აპრილი 15, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ხაშურში საბიბლიოთეკო კვირეული მიმდინარეობს

10-05-2018

ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო კვირეული მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორმა მაკა დიდებულიძემ საზოგადოებას საბიბლიოთეკო გაერთიანების გასული წლის საქმიანობის შესახებ საანგარიშო მოხსენება წარმოუდგინა. ღონისძიება სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფის მცირე კონცერტით გაგრძელდა. მოეწყო საბა ლაბაძისა და ნუცა ჩიტაძის ნამუშევრების გამოფენაც.

წელს საბიბლიოთეკო კვირეულის მთავარი მესიჯია „წარმოაჩინე შენი ბიბლიოთეკა“. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, შემოქმედებითი საღამოები, ქალაქის ქუჩებში კოსტიუმირებული მსვლელობა გაიმართება. საბიბლიოთეკო კვირეული 11 მაისს დაიხურება.

"ინტერპრესნიუსი"