გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თავდაცვის სამინისტრო: მსგავსი დეზინფორმაციები მხოლოდ დამატებითი დაძაბულობის შემტანია

25-02-2022

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სოციალურ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას განცხადებით ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"ცალკეული პირების მიერ სოციალურ მედიაში ვრცელდება დეზინფორმაციები, სადაც მისი შინაარსის გასამყარებლად იყენებენ თავდაცვის ძალების ერთ ერთეულ სამხედრო ტექნიკის ფოტოებს და ვიდეოს, რომელიც გარემონტების შემდეგ გადააქვთ სამხედრო ბაზაზე.


მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს და სოციალურ მედიაში ინფორმაციის გამავრცელებელ პირებს, რომ ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს.


მსგავსი დეზინფორმაციები მხოლოდ დამატებითი დაძაბულობის შემტანია საზოგადოებაში მაშინ, როცა ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს.


საზოგადოების ინტერესი არ უნდა გახდეს უსაფუძვლო პანიკისა და ამ ფორმით ყურადღების მიქცევის საშუალება, რადგან ეს აზარალებს საზოგადოებასა და მის ინტერესებს" - ნათქვამია განცხადებაში.