გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ფოთის თეატრის შენობის უსაფრთხოების შესამოწმებლად გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა

10-05-2018

ფოთის თეატრის შენობის ექსპერტიზისა და რეაბილიტაციის პროექტის შესადგენად მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა. მერიაში განმარტეს, რომ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან თეატრის საპროექტო სამუშაოებისთვის 30 ათასი ლარია გამოყოფილი. თეატრის დირექტორის თენგიზ ხუხიას განცხადებით, ტენდერი განმეორებით უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

„იმედი მაქვს, ყველა დეტალს გაითვალისწინებენ რის გამოც შეიძლებოდა ჩავარდნილიყო ტენდერი. არავინ არ ისურვა ამ ტენდერში მონაწილეობის მიღება.იქნებ ამჯერად მაინც გამოჩნდნენ კომპეტენტური მსურველები. თუმცა, თვითმმართველობას ჰქონდაუფლება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან ხელშეკრულებაპირდაპირი წესით გაეფორმებინა, სამხარაულის ექსპერტიზას დაედო როგორც საექსპერტო დასკვნა, ისე შესასრულებელი სამუშაოების პროექტი“, -აღნიშნა თენგიზ ხუხიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

6 თებერვალს თეატრის ფოიეში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და არავინ დაშავებულა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით მღებრიშვილმა განაცხადა, რომ დასი სპექტაკლებს მანამდე არ განაახლებს, ვიდრე არ დადასტურდება, რომ შენობაში ყოფნა უსაფრთხოა.

„ეს ახალი შენობაა, მაგრამ ყოველ წვიმაზე ვიტბორებით, ყველაფერი ცვივა. 2016 წელს ლიფტი ჩამოვარდა და ადამიანი დააზიანა. დასმა ბევრჯერ მიმართა მერიას, რომ შეემოწმებინა შენობის უსაფრთხოება. მათ მიიღეს ეს შენობა ექსპლუატაციაში და მათვე უნდა შეემოწმებინათ“, - აცხადებდა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ფოთის თეატრის განახლებული შენობა 2014 წლის 31 მაისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ფოთის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატთან, ეკა ბესელიასთან ერთად გახსნა. შენობის მშენებლობაზე ჯამში 11 მილიონი ლარი დაიხარჯა.

reginfo.ge