გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში უკრაინის მოქალაქეები საერთაშორისო ფულადი გზავნილებით სარგებლობას საკომისიოს გარეშე შეძლებენ

26-02-2022

ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში უკრაინის მოქალაქეები საერთაშორისო ფულადი გზავნილებით სარგებლობას საკომისიოს გარეშე შეძლებენ - ამის შესახებ ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნთქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს და გაცნობებთ, რომ ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით, დღეიდან უკრაინის ნებისმიერი მოქალაქე საერთაშორისო ფულადი გზავნილებით სარგებლობას საკომისიოს გარეშე შეძლებს.


ნულოვანი საკომისიოს პირობა 31 მარტამდე უკვე ხელმისაწვდომია:


Contact
IntelExpress
Moneygram
Ria Money Transfer
Unistream
Welsend
Western Union


საკომისიოს გარეშე გზავნილებით სარგებლობისთვის საკმარისია მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტის წარდგენა" - ნათქვამია ლიბერთი ბანკის განცხადებაში.