გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოპოზიცია უნდა გავიდეს პარლამენტიდან, თუ დეკანოიძის ჯგუფს დავარწმუნებთ, რომ ეს ლეგიტიმაციაც ჩამოცილდეს "ქართულ ოცნებას" - ნაცმოძრაობის საიდუმლო გეგმა

28-02-2022

“კვირასთვის” ხელმისაწვდომი გახდა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ შემუშავებული, რამდენიმეპუნქტიანი გეგმა, რომელიც 7-10 დღის განმავლობაში პარტიისთვის მთავარ მიზნებს მოიცავს. აღნიშნული მათი მხარდაჭერებისთვის არის განკუთვნილი და, უკრაინაში არსებული უმძიმესი რეალობის ფონზე, ქართველ მოსახლეობაში ხელისუფლების მიმართ ბრაზის გაზრდასა და ქვეყანაში აგრესიის გავრცელებას გულისხმობს.

“კვირა” ენმ-ის გეგმას, რომელმაც პარტიის ოფისიდან გაჟონა, უცვლელად გთავაზობთ.

მომდევნო 7-10 დღის განმავლობაში ჩვენი მიზანი უნდა იყოს:

• მთავრობამ დაკარგოს ლეგიტიმაცია!
• მესიჯი უნდა იყოს: როცა მმართველი ძალა კოლაბორაციონისტულად იქცევა, როცა არ ეხმარება ომში მყოფ უკრაინას, არ უერთდება სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ა.შ. ამიტომ, უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
• უნდა მოვახერხოთ მოსახლეობაში ბრაზის გაზრდის ხელშეწყობა, ღირსებაზე უნდა დავაჭიროთ.
• მოსახლეობას ყოველ მომენტში (ბანერებით, კლიპებით, აქციაზე მიტანილი ეკრანით) დავანახოთ კავშირი 2008 წლის გორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას და კიევის სისხლისღვრას შორის. ვიზუალიზაცია უმნიშვნელოვანესია, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ხელისუფლების ლიდერების განცხადებების აუდიოჩანაწერების ფონზე!
– ბევრჯერ გავიმეოროთ და ყველას თავში ჩავუბეჭდოთ, რომ საქართველოს და უკრაინის ომი ერთი ომია და თუ საჭიროა, ამ ომში საქართველოც უნდა ჩაერთოს!
• საპროტესტო აქციებზე კონცერტები და ღონისძიებები გავმართოთ უკრაინის ქოლგის ქვეშ სხვადასხვა არასამთავრობოების და სახალხო მოძრაობების სახელით.
• გაბრაზებული მოსახლეობის თვალში უნდა წარმოვჩინდეთ, როგორც პატრიოტული ძალა. აქციებზე არ გავაკეთოთ ზედმეტი პოლიტიკური განცხადებები, ვისაუბროთ ბრაზზე, რომელიც ხელისუფლების განცხადებებმა გამოიწვია;
– ოპოზიცია უნდა გავიდეს პარლამენტიდან (თუ დეკანოიძის ჯგუფს დავარწმუნებთ), რომ ეს ლეგიტიმაციაც ჩამოცილდეს ქართულ ოცნებას.
• არ გავაკეთოთ განცხადება, რომ რამე უნდა შეიცვალოს ქვეყანაში, რადგან მოსახლეობის თვალში არ იქნეს აღქმული პოლიტიკურ გზავნილად. პატრიოტი, სამშობლოზე მზრუნველი მოქალაქის იმიჯით ვაკეთოთ განცხადებები, რომ ყველაფერი უნდა შეიცვალოს, რათა საქართველო არ გახდეს რუსეთის გუბერნია.
• კრეატივები ახალგაზრდებისგან: მოსკოვის ბილეთების გაგზავნა ოცნების ლიდერებისთვის, წითელი საღებავები პარტიასთან და სხვა ასეთი რაღაცები თავისთავად კარგი იქნება
• ხალხში არსებული ბრაზი უფრო უნდა გაღვივდეს და მიიმართოს ხელისუფლებისკენ.
• ირიბად შევეცადოთ, მოსახლეობა დავაჯეროთ, რომ რუსეთი არცერთ შემთხვევაში არ მოახდენს საქართველოში შემოჭრას. ასეთი განცხადებებით მოსახლეობის თვალში ხელისუფლების დისკრედიტაცია და მათი სისუსტის წარმოჩენა უფრო გაადვილდება.
• შესაძლებელია საპროტესტო აქციებზე საუბარი იყოს მიშას შიმშილობაზეც, რომ მან უნდა შეწყვიტოს პროტესტის უკიდურესი ფორმა და დაუბრუნდეს ჯანმრთელობის ნორმალურ მდგომარეობას. ეს უნდა გავაშუქოთ ჩვენს მედიებში, მაგრამ არა პირველ ,,ნიუსად’’, რომ არ მოხდეს მოსახლეობის გაღიზიანება. ზოგადად უნდა მოვახერხოთ პროტესტის და ამ თემის გამიჯვნა/დისტანცირება ჩვენთან არაასოცირებული ახალგაზრდა ადამიანებით.
• ეს მინიმუმია, რაც შედეგისთვის საჭიროა. თუ ამ ყველაფერს განვახორციელებთ სწრაფად და ეფექტურად, უახლოეს პერიოდში შევძლებთ არსებული ვითარების ამოტრიალებას. უკრაინა ისეთ ,,ხოდზეა’’ როგორც მინიმუმ ეს 7-10 დღე უნდა გაძლონ, რაც ჩვენ ამ გეგმებში ძალიან დაგვეხმარება!