28-02-2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აგრძელებს უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, 23 თებერვალს უკრაინის ჩერნომორსკის ნავსადგურში მიმავალი სატვირთო ბორანი, ფორსმაჟორული ვითარებიდან გამომდინარე, ღია ზღვიდან ფოთის საზღვაო ნავსადგურში დაბრუნდა.
„ბორანი განთავისუფლდა საპორტო და სხვა მოსაკრებლებისგან" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, ბორანზე მყოფი უკრაინის მოქალაქეები, მას შემდეგ, რაც ბორანი საქართველოში ჩამოვიდა, სასტუმროებში უსასყიდლოდ განთავსდნენ.