გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: მეხსიერებაში საშინლად ჩამებეჭდა 2008 წლის 9 აგვისტოს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, როცა ჩვენი გმირები იღუპებოდნენ ბრძოლაში, ამ დროს მთავრობა სააკაშვილის მეთაურობით ხუმრობის ხასიათზე იყვნენ

28-02-2022

ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს, იმისათვის, რომ გამოვხატოთ მაქსიმალური მხარდაჭერა, ეს იქნება პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ადამიანური თუ სხვა, ჩვენი უკრაინელი ძმების და დების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, სამწუხაროა, რომ რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურებაში საკუთარ ინტერესს ეძებენ.


„მინდა ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, სამწუხაროდ, ე.წ. მარგინალური დესტრუქციული ოპოზიცია ცდილობს ჩვენი მოქალაქეების კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშს, მათ გამოყენებას, მანიპულირებას და მათ შეცდომაში შეყვანას. ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს, იმისათვის, რომ გამოვხატოთ მაქსიმალური მხარდაჭერა, ეს იქნება პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ადამიანური თუ სხვა, ჩვენი უკრაინელი ძმების და დების მიმართ. ის, რაც ხდება უკრაინაში, ჩვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი. ჩვენ ეს გამოვცადეთ ბევრად უფრო ადრე, 2008 წელს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებას და ინტერესს ეძებენ. მათი მიზანია, რომ განმეორდეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს ვერ აარიდეს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. ასევე კარგად გვახსოვს, თუ როგორ მოიქცა მაშინდელი ხელისუფლება, თუ როგორ უპატრონა, როგორ დაიცვა ჩვენი მოქალაქეები, როგორ მოიქცა ე.წ. მთავარსარდალი. გახსოვთ, მაშინ ჩამოსული იყო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კაცმა მიატოვა და აჩვენა სირცხვილი და მთელს ერს აჩვენ საკუთარი მხდალი სახე. მთელ მსოფლოს დაამახსოვრა თავი ჰალსთუხების ჭამით და მიწაზე ფორთხვით. ეს ჩვენ კარგად გვახსოვს, გვახსოვს, ვინ იომა აგვისტოს ომის დროს. მაშინ იომა ჩვენმა გმირმა ჯარმა. ჩვენმა ჯარისკაცებმა თავგანწირვით იომეს და თავი შეირეს, ჩვენმა პოლიციელებმა, ღირსეულმა ოფიცრებმა. კარგად გვახსოვს გაქცეული მთავარსარდალი, გაქცეული სხვა პოლიტიკოსები, მთავრობის წევრები, პარლამენტარები. ქვეყანა დატოვეს მათ ომის დროს და მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ საქართვლოში. ასევე გარგად მახსოვს და ჩემს მეხსიერებაში საშინლად ჩაიბეჭდა ის უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომელიც 9 აგვისტოს გაიმართა. მაშინ, როცა ჩვენი გმირები იღუპებოდნენ ბრძოლის ველზე, ამ დროს მთავრობის წევრები, სააკაშვილის მეთაურობით ხუმრობის ხასიათზე იყვნენ. ეს ყველაფერი კარგად გვახსოვს და დღეს იგივე ხალხი გვიკიჟინებს, რომ ჩავერთოთ ომში, სანქციები დავუწესოთ თურმე რუსეთს, ომში მივიღოთ მონაწილეობა უკრაინაში", - განაცხადა პრემიერმა.