გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზურაბ ქადაგიძე ნაცმოძრაობას: სადაც კი გულწრფელი პროტესტი გაჩნდება ყველაფერს როგორ ბილწავთ?!

28-02-2022

მთელი ქვეყანა წყალსაც წაუღია, ოღონდ თქვენ საკუთარ მიზანს მიაღწიოთ, თუმცა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის რასაც წარმოადგენთ და ამ ჯერადაც გაგეცემათ სწორი პასუხი... - ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სააგენტო „კვირას“ მიერ გამოქვეყნებულ ნაცმოძრაობის გეგმას სოციალურ ქსელში ეხმიანება.


მისი თქმით, მათი ბელადიც მაგ მისიით შემოიპარა თავის დროზე, რომ როგორმე აქ აერია სიტუაცია...


„სადაც კი გულწრფელი პროტესტი გაჩნდება ყველაფერს როგორ ბილწავთ?! თანამედროვე "შულავერის კომიტეტი" ხართ...რევანშისტული ძალა,რომელმაც ცივილური ფორმით ვერ დაიბრუნა ძალაუფლება და ყველაფერს იკადრებს ქვეყნის ასარევად... თქვენი ბელადიც ხომ მაგ მისიით შემოიპარა თავის დროზე,რომ როგორმე აქ აერია სიტუაცია... როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება,ისე თქვენ არ შეიცვლით სახეს... მთელი ქვეყანა წყალსაც წაუღია,ოღონდ თქვენ საკუთარ მიზანს მიაღწიოთ,თუმცა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის რასაც წარმოადგენთ და ამ ჯერადაც გაგეცემათ სწორი პასუხი... P.S. კობამ რა ქნა ნაყოფიამ,დაწვა სახალხოდ რუსული პასპორტი? მოასწრო კაპიტალის რუსეთიდან გატანა? 21-ე საუკუნის მეხუთე კოლონა...“ - წერს ქადაგიძე facebook - ზე.