შაბათი, მაისი 24, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ირაკლი ღარიბაშვილი: 1990 წელს რკინიგზის გადაკეტვა ვაჩვენეთ მთელს მსოფლიოს და მთავარი არგუმენტი იყო, რომ რუსეთი ბლოკადაში უნდა მოგვექცია

28-02-2022

მე ჩემს მიმართვაში ხუმრობით ვთქვი, მაგრამ ეს რეალობა იყო - 1990 წელს რკინიგზის გადაკეტვა ვაჩვენეთ მთელს მსოფლიოს და მთავარი არგუმენტი იყო, რომ რუსეთი ბლოკადაში უნდა მოგვექცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, მაშინ უაზრო, გაუაზრებელმა ანტისახელმწიფოებრივმა ქმედებებმა, ქვეყანა სამოქალაქო ომამდე, ხელისუფლების დამხობამდე და ტერიტორიების დაკარგვამდე მიიყვანა.


„1990 წელს რკინიგზის გადაკეტვა ვაჩვენეთ მთელს მსოფლიოს და მთავარი არგუმენტი იყო, რომ რუსეთი ბლოკადაში უნდა მოგვექცია. ჩვენ თუ ამ სასაცილო მდგომარეობაში გვინდა დღეს დავბრუნდეთ და იმ უბედურებაში, რომელიც მაშინ ხდებოდა, გავცეთ მთავარ კითხვას პასუხი - როგორი ქვეყნის მშენებლობა გვინდა. მაშინ იმ უაზრო, გაუაზრებელმა ანტისახელმწიფოებრივმა ქმედებებმა, ვგულისხმობ სამოქალაქო ომს, ხელისუფლების დამხობას და შემდეგ კრიმინალების თარეშს და ტერიტორიების დაკარგვას, ვიცით, სადამდე მიგვიყვანა. ეს ყველაფერი განმეორდა 2008 წელს ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.