გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: იანვარში 18%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ამ ტემპს შენარჩუნება სჭირდება და ახლა არ არის აქ დრო, გარკვეულ რადიკალებს და მარგინალებს მივცეთ დესტაბილიზაციის საშუალება

28-02-2022

იანვრის თვეში 18%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, წელი დაიწყო ძალიან კარგად და ამ ტემპს სჭირდება შენარჩუნება.


„წელი დავიწყეთ ძალიან კარგად, ძალიან ძლიერად. ამ ტრენდს, ამ ტემპს სჭირდება შენარჩუნება. ამიტომ, ახლა არ არის აქ დრო იმისა, რომ გარკვეულ ოპოზიციურ რადიკალებს და მარგინალებს მივცეთ დესტაბილიზაციის საშუალება, პირიქით, უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის მშენებლობა, შენება და მშვიდად ვმართოთ პროცესი. მჯერა, საერთაშორისო თანამეგობრობა მიაღწევს იმას, რომ უკრაინაში დასრულდება ომი, ეს ტრაგედია და მხარეები მოილაპარაკებენ უახლოეს დღეებში", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.