გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გონივრული და ეროვნული პოლიტიკით, რომელიც დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, მივაღწიეთ ყველაფერს - ასოცირების შეთანხმებას, უვიზო რეჟიმს, თავისუფალ ვაჭრობას და სხვა უამრავ პროგრესს

28-02-2022

მე მინდა, ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ ჩვენს მიერ წარმოებული გონივრული და ეროვნული, პატრიოტული პოლიტიკის შედეგად, რომელიც დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, მივაღწიეთ ყველაფერს - ევროპასთან ასოცირების შეთანხმებას, უვიზო რეჟიმს, თავისუფალ ვაჭრობას და სხვა უამრავ პროგრესს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, პარალელურად, საქართველოს მთავრობამ მიაღწია რუსეთის ბაზრის გახსნას.


„მინდა, რამდენიმე მაგალითით ჩვენს მოსახლეობას შევახსენო, თუ რას ნიშნავდა ჩვენთვის რუსეთის ბაზრის გახსნა, რომელზეც სააკაშვილი ომის შემდეგ ყოველ წელს დაჟინებით მუშაობდა, მაგრამ ვერ მიაღწია. 2013-2021 წლებში საქართველოდან რუსეთში ჯამში ექსპორტირებულია 2 მილიარდი აშშ დოლარის აგროსასურსათო პროდუქცია. სხვა პროდუქციის ექსპორტის ჯამური ღირებულება შეადგენს 3 მილიარდ აშშ დოლარს. ეს არის 2,2 მილიონი ტონა პროდუქციის ექსპორტი. ჯამურად, მოგეხსენებათ, ღვინის ექსპორტის ღირებულებამ შეადგინა 865 მილიონი აშშ დოლარი. გახსოვთ, ეს ყველაფერი დაკეტილი იყო და გახსოვთ, როგორ ექცეოდნენ ჩვენს ფერმერებს, მევენახეებს. ქართველ კაცს, საქართველოში, რომელიც ღვინის სამშობლო და აკვანია, ვენახის გაჩეხვას აიძულებდნენ. ტურიზმიდან ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 5 წელიწადში 3 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო შემოსავლის სახით და 5 მილიონზე მეტი რუსი ვიზიტორი შემოვიდა საქართველოში. ნურავის დაგვავიწყდება, რომ 1 მილიონი ქართველი, ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთში და ყოველწლიურად, საშუალო გადმორიცხვების ჯამური ღირებულება დაახლოებით 500 მილიონს შეადგენს. ანუ, ჯამურად, ბოლო წლებში 3 მილიარდი შემოვიდა, რუსეთიდან გადმოირიცხა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან საკუთარი ოჯახების, ნათესავების დასახმარებლად და ზოგადად აქ ინვესტიციების განსახორციელებლად. ეს გამოდის 10-12 მილიარდზე მეტი ჯამურად, ბოლო 8 წელიწადში. მინდა ვთქვა, რომ ამ ყველაფერში ჩართულია თითქმის მთელი მოსახლეობა. ათასობით მეღვინე, ექსპორტიორი, ფერმერი, ყველა არის ჩართული ამ პროცესში და ამიტომ, კითხვას ვსვამ, როდესაც საუბარია სანქციების დაწესებაზე, ანუ რას მთხოვენ, რომ საკუთარ ხალხს დავუწესოთ სანქციები? ეს ვის მოაკლდება? ეს შემოსავალი მოაკლდება ჩვენს ხალხს, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ეკონომიკას, დაიჩაგრება ჩვენი 1 მილიონი თანამოქალაქე, რომლებიც ვეღარ შეძლებენ მაგალითად ფულის გადმორიცხვას, თუ მათ ფინანსურ ოპერაციებს გავურთულებთ და ა.შ. ამიტომ, ზედმეტი ემოციები არაფრისმომცემია, პირიქით, ეს არის საზიანო ჩვენი ეროვნული ინტერესების, ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.