გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ოთარ შამუგია: მე პირადად გამოვლილი მაქვს, თუ რას ნიშნავს ოკუპაცია, საკუთარი ქალაქის და კუთხის იძულებით დატოვება

28-02-2022

„პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს; ძალიან სამწუხარო მოვლენებს, რაც არის საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა. ჩვენ, ეს ყველაფერი გამოვლილი გვაქვს წლების წინ. მე პირადად გამოვლილი მაქვს, თუ რას ნიშნავს ოკუპაცია, საკუთარი ქალაქის და კუთხის იძულებით დატოვება. ეს ძალიან სამწუხარო და ძალიან მძიმეა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, ჩვენ ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით, რომ რაც შეიძლება სწრაფად იქნეს მიღწეული უკრაინაში მშვიდობა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე.