გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ქურდობა ბათუმში - დამნაშავეებმა მანქანას ოთხივე საბურავი მოხსნეს და შემდეგ ბლოკებზე შეაყენეს

10-05-2018

ქურდობის ფაქტი ბათუმში - აღმაშენებლის ქუჩაზე გაჩერებული მანქანა მფლობელს გაქურდული დახვდა. დაუდგენელმა პირებმა მანქანას ოთხივე საბურავი მოხსნეს. ავტომობილი ვიზუალურად არ არის დაზიანებული, ქურდებმა საბურავების მოხსნის შემდეგ ის ბლოკებზე მოათავსეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში დამნაშავეს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

"რუსთავი 2"