გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ოთარ შამუგია: ქვეყანაში არცერთი კვების პროდუქტის მომარაგების პრობლემა არ არის

28-02-2022

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან გამართულ შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ქვეყნის სურსათით მომარაგების საკითხზე გააკეთა კომენტარი.


„ჩვენ გვქონდა შეხვედრა იმპორტიორებთან, მუდმივ კავშირზე ვართ მათთან; ამ ეტაპზე არანაირი შეფერხება სურსათით მომარაგების კუთხით არ არსებობს. არის შეფერხება უკრაინასთან ვაჭრობის მიმართულებით; თუმცა, ეს საკითხი იმგვარად არის დარეგულირებული, რომ დღეს ქვეყანაში, არცერთი კვების პროდუქტის, მათ შორის, პირველადი მოხმარების, მომარაგების პრობლემა არ არის. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვიქნებით იმპორტიორებთან და საჭიროების შესაბამისად ვიმოქმედებთ”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში ხორბლის მარაგების თვალსაზრისით პრობლემა არ არსებობს. ქვეყანაში ასევე შემოდის ფქვილი და ამ მიმართულებითაც შეფერხება არ არის.


„რაც შეხება ფქვილის და ხორბლის ფასებს, გვაქვს მოლაპარაკებები შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან. ვართ წინადადებების განხილვის პროცესში; საბოლოოდ, ერთობლივად შევთანხმდებით თუ რა ღონისძიებებს გავატარებთ ამ მიმართულებით. მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ოპტიმალური იქნება ქვეყნისთვის და სექტორისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.