გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან დავითაშვილი: ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს და თუ იქნებიან ლტოლვილები უკრაინიდან, მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ

28-02-2022

„ხაზს ვუსვამ როგორც პირადად, ისე ვაფიქსირებ მთავრობის პოზიციას - ყველა ჰუმანიტარულ გადაწყვეტილებაში საქართველო მობილიზებულია, რომ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს დავეხმაროთ. სრული მზადყოფნა გვაქვს, რომ თუ უკრაინიდან ლტოლვილები იქნებიან, მათ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ", - აცხადებს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი. ამ საკითხზე მან დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.


ვიცე-პრემიერის თქმით, როგორი სირთულეებიც არ უნდა ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და ქვეყნის შიგნით საკუთარი დევნილი მოსახლეობა, საქართველო მზადაა, საჭიროების შემთხვევაში უკრაინიდან ლტოლვილები შეიფაროს.


„ჩვენ ამ შემთხვევაში გვესმის, რა არის სოლიდარულობის ფასი. ღიად ვამბობ - რა თქმა უნდა, საქართველო მზად არის, ასეთ შემთხვევაში, უკრაინიდან ლტოლვილები მიიღოს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.