გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამაში ცვლილებებით, გაიზარდა ფართობის ზომის ოდენობა, სადაც მოსავლის დაზღვევა იქნება შესაძლებელი

28-02-2022

მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის პირობებით დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ოდენობა 5 ჰექტრიდან 10 ჰექტრამდე, ხოლო მარცვლეული კულტურების შემთხვევაში, 30 ჰექტრიდან 50 ჰექტრამდე იზრდება.


აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა არის კვლავ 70%, ხოლო ვაზზე 50%, სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგსა დაზღვევორისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა.


"აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლიდან ამოქმედდა. სოფლის მეურნეობის მდგრადი და გრძელვადიანი განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა დაზღვევის ხელმისაწვდომობაა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, გაცემულია 136 ათასზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 123 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, სულ სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 85.5 მლნ. ლარი, საიდანაც სახელმწიფოს თანადაფინანსება 57.7 მლნ. ლარია. აღსანიშნავია რომ სახელმწიფოს მიერ გადახდილ 100 ლარ სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსებაზე 113.8 ლარი სადაზღვევო ანაზღაურება მოდის" - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.