გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კასპის მერია უკრაინელი ხალხისათვის ჰუმანიტარულ აქციას იწყებს

28-02-2022

კასპის მუნიციპალიტეტი მოძმე უკრაინელი ხალხისათვის ჰუმანიტარული დახმარების აქციას იწყებს.


მერიის პრესსამსახურის ინფორმაცით, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფინანსები მოხმარდება განსაცდელის წინაშე მდგომ უკრაინელთა ოჯახებს.


მუნიციპალიტეტის მერია აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესექტორს და მოქალაქეებს.


ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას კასპის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.


ტვირთის დასაწყობებისთვის ფართი გამოყოფილია კასპის სპორტკომპლექსის მრგვალ დარბაზში, რომლის მიღებაც შესაძლებელია 1-ლი მარტიდან ყოველდღე 10:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით.


მისამართი: კასპი, სააკაძის ქუჩა #38.


კომუნიკაციისა და ინფორმაციისათვის საკონტაქტო ტელეფონები:
599 95 29 13; 599 85 74 24;