გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

იორმუღანლოში 9 სოფლის მოსახლეობა საძოვრების გასხვისებას აპროტესტებს

10-05-2018

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემში მცხოვრები მოსახლეობა მასობრივ აქციებს აანონსებს. ადგილობრივი მოსახლეობისი თქმით, ცხრა სოფლის მოსახლეობა საქონელი საძოვრებამდე მიყვანას ვეღარ ახერხებს. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორია, სადაც წლების განმავლობაში 4000-მდე ოჯახს საქონელი საძოვრად გადაჰყავდა, ამჟამად უცხოური საინვესტიციო კომპანია ”არიკ ჯგუფის” საკუთარებაშია.

ადგილობრივები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას დახმარებას სთხოვენ და ამბობენ, რომ თუ პრობლემა ვერ მოგვარდა, მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყება.

200 ჰექტრამდე მიწა კომპანია “არიკ ჯგუფს” ეკუთვნის. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე ვენახისა და ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავენ და თხრილებიცსაკუთრების დაცვის მიზნით გაიყვანეს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ინვესტორთან კონსულტაციებს აწარმოებენ. 

imedinews.ge