1-03-2022
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დღეს, 1 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.
რეგისტრაციის დაწყებამდე გამოსაცდელები უნდა გაეცნონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ელექტრონულ კრებულს - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“. კრებულში მოცემულია 2022 წლის სიახლეები, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, ხშირად დასმული კითხვები და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:
2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური ერთი გამოცდისათვის წელსაც 10 ლარია. ინფორმაცია გადახდის შესაძლო საშუალებების შესახებ, ასევე რეგისტრაციის დეტალური ვიდეოინსტრუქცია ხელმისაწვდომია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge.