გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე საპარლამენტო ოპოზიციას: ამ ქვეყანას მაშინაც ღალატობდით და ახლაც ღალატობთ

1-03-2022

„თუ ვინმესთვის მძიმე შეურაცხყოფა არ არის რუსული იარლიყის მიკერება, ეს თქვენი პრობლემაა", - მიმართა საპარლამენტო ოპოზიციას ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.


მისი თქმით, როცა ხალხი იღუპება, პიარკამპანიისთვის იმ სიტუაციის გამოყენება სირცხვილია.


„ერთი წელი გავიდა და ყველა გამოსვლაში, როცა რეზოლუციის თემას ვეხებით, გეკითხებით: რატომ დაუჭირეთ მხარი? ერთ-ერთს რომ წამოსცდა, კომპრომისი იყოო, მაშინ თქვით, რომ კომპრომისი იყო. ქართველი სამხედროების მიმართ დაბრალება იყო თუ არა ღალატი, პასუხი გამეცით. ღარიბაშვილის სიტყვებს რომ დასდევთ, ინტერპრეტაციას უკეთებთ და ისე აწოდებთ საზოგადოებას, ვინმემ პასუხი გამეცით როდესმე ამ კითხვაზე!", - მიმართა ოპოზიციას მამუკა მდინარაძემ.


მისი თქმით, ბოლომდე უნდა იღვაწო, გააკეთო ყველაფერი, რომ შენს ქვეყანას სისხლისღვრა ააცილო, თუ ამის შესაძლებლობა თეორიულად მაინც არსებობს, მაგრამ თუ სხვა გზა არ გექნება, უნდა იბრძოლო და თავიც შეიძლება გაწირო.


„ამ დროს თქვენ რითი ხართ დაკავებული შიგნით და გარეთ? - როგორ „გავარუსოთ" საქართველოს ხელისუფლება. მაშინაც ღალატობდით და ახლაც ღალატობთ ამ ქვეყანას, თორემ პასუხი გამეცით, მაშინაც რატომ დაუჭირეთ მხარი იმას, რასაც დაუჭირეთ ან დღეს რატომ აკეთებთ ამას? რატომ ცდილობთ, რომ თქვენი ქვეყნის ხელისუფლებას იარლიყი მიაწებოთ ისეთი, რომელიც ქვეყანასაც დააზიანებს საუბედუროდ,"- მიმართა ოპოზიციას მამუკა მდინარაძემ.