გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კახა ოქრიაშვილი: მიმაჩნია, რომ რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია

1-03-2022

ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენები საქართველოში ცხადყოფს, რომ ქართველი ხალხი და მმართველი საპარლამენტო უმრავლესობა დღეს ისტორიის სხვადასხვა მხარეს დგანან - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლება"-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს მოცემულობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი არის არალეგიტიმური.


"ის 2020 წელს შეიქმნა უპრეცედენტო გაყალბების მეშვეობით და აბსოლუტურად არ ასახავს ჩვენი ხალხის ნებას და გაწყობებს. ამის კიდევ ერთი დადასტურებაა ბოლო პოლიტიკური მოვლენების მიმდინარეობა პარლამენტის დარბაზში და თბილისის ქუჩებში.


მიმაჩნია, რომ რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია. ის უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გაყალბების გარეშე და შედეგად, ვალდებულნი ვართ, მივიღოთ გაერთიანებული საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი (უმრავლესობა, ოპოზიცია), ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევების დასაძლევად!" - აცხადებს ოქრიაშვილი.