გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კოკა კაციტაძე: ვინც სურვილი გამოთქვა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით ყველა თანამშრომლის სამსახური იქნება გარანტირებული

1-03-2022

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კოკა კაციტაძის განცხადებით, ვინც სურვილი გამოთქვა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით ყველა თანამშრომლის სამსახური იქნება გარანტირებული.


როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თანამშრომლებს დაჰპირდა, რომ სამსახურს დაემატება ახალი რეგიონალური ოფისები და ასევე, დაემატებიან გამომძიებლები.


„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ის თანამშრომელი, რომელმაც განცხადება დაწერა და სურვილი გამოთქვა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ყველანი გადაინიშნებიან ტოლფას თანამდებობებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში და მათი ადგილები გარანტირებული იქნება. თანამშრომლებთან შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც არის წარმოდგენილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წინაშე. კერძოდ, ჩვენ კანონით დაგვევალა ახალი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 40 მუხლის გამოძიება. ეს მართლაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა. პირველ ეტაპზე, ჩვენ გვჭირდება, რომ სამსახური გადაეწყოს ამ ახალი ფუნქციის შესასრულებლად, ხოლო შემდგომში, შევპირდი თანამშრომლებს, რომ სამსახურს დაემატება ახალი რეგიონალური ოფისები, დაემატებიან გამომძიებლები და ჩვენ უკვე ადეკვატურად გავუმკლავდებით ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ჩვენს წინაშე არსებობს“,-განაცხადა კაციტაძემ.


რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კოკა კაციტაძის განმარტებით, მან უკვე წარუდგინა საკუთარი ხედვა და სტრატეგია პარლამენტს და მის გაცნობას თანაშრომლებისთვისაც აპირებს.


„ეს გეგმა და სტრატეგია მიმართულია იმის თაობაზე, რომ გაიზარდოს დაზარალებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობა გამოძიების პროცესში, მათ ჰქონდეთ უფრო მეტი გარანტიები სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ვაპირებ აქტიურად ვითანამშრომლო ყველა სახელმწიფო სამართალდამცავ ორგანოსთან, რათა დანაშაულის პრევენციის კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლა გვქონდეს“,-განაცხადა კაციტაძემ.