გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზურაბ ქადაგიძე: ელჩის გაწვევა მთლიანად ნაცების მიერ მართული პროცესია, იხელთეს დრო და ზელენსკის გარემოცვაში არსებული მძიმე ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, ცდილობენ დაანგრიონ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და სტრატეგიული მოკავშირეობა

1-03-2022

„სამწუხაროდ მათ საქართველოს დაზიანების მიმართულებით კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგეს. ჩვენი პოზიცია იქნება სიმშვიდე და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება“- წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით.


მისივე თქმით, ნაცების საბოლოო მიზანი საქართველოში ომის დაწყებაა.


„ელჩის გაწვევა მთლიანად ნაცების მიერ მართული პროცესია, იხელთეს დრო და უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვაში არსებული მძიმე ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკუთარი ლობისტების ან/და უკრაინის ხელისუფლებაში ჩატოვებული თანაპარტიელების დახმარებით, ცდილობენ დაანგრიონ ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და სტრატეგიული მოკავშირეობა.


სამწუხაროდ მათ საქართველოს დაზიანების მიმართულებით კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგეს. ჩვენი პოზიცია იქნება სიმშვიდე და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება, ჩვენი ყველა შესაძლებლობის ფარგლებში, რასაც ისედაც ვაკეთებდით! ნაცების საბოლოო მიზანი საქართველოში ომის დაწყებაა!“- წერს Facebook-ზე ქადაგიძე.