გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გური სულთანიშვილი: ნაცებს უნდათ, რომ უკრაინა რუსეთის დაპირისპირების მინი მოდელი შექმნან აქ, ვითომ ეგენი არიან უკრაინელები და მთავრობა კრემლი

2-03-2022

ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი რუსეთ- უკრაინის ომის პირობებში "ნაციონალური მოძრაობის" გეგმებსა და საკუთარი მიზნების განხირციელებაზე საუბრობს.


"ფეისბუკის" პირად გვერდზე სულთანიშვილი წერს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის ძალა, რომელიც ძალაუფლების გამო ყველაფერზე მიდის, ქვეყნასაც კი აგდებს საფრთხეში.


"ნაცებს უნდათ რომ უკრაინა რუსეთის დაპირისპირების მინი მოდელი შექმნან აქ, ვითომ ეგენი არიან უკრაინელები და მთავრობა კრემლი, შემდეგ წავლენ პროვოკაციებზე და მთავრობა თუ იმოქმედებს, თქვან - ეეე აგერ რუსეთი გვებრძვისო. ესაა ამ მანიაკების სურვილი, როგორც მიშაა პუტინის პირადი პატიმარი, ეგრე უნდათ ყველა თემა მოირგონ და მოაჯდნენ პარაზიტულად",- წერს სულთანიშვილი.


ამასთან, იგი ყურადღებას ამახვილებს რუსეთ- უკრაინის ომთან მიმართებაში ხელისუფლების პოლიტიკაზე და ამბობს, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკა სწორია.


"ჩარტერებს მეომრებით არცერთი ქვეყანა არ ახორციელებს! სანქციების არდაწესება სწორია.

სხვა მხრივ, ყველა საერთაშორისო ველზე დავაფიქსირეთ და ხმა მივეცით რუსეთის წინააღმდეგ, ღიად დაფიქსირდა სოლიდარობა, მხარდაჭერა უკრაინისადმი. უმრავლესობის სხდომა გაიხსნა უკრაინის ჰიმნით და გადმოიფინა დროშა. პ.ს. ღამის კოშმარშიც ცუდი წარმოსადგენია, ამ დროს, სად იქნებოდა ნაცების ხელში საქართველო",- წერს გური სულთანიშვილი.