2-03-2022
მიმდინარე წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.7 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი ასევე 5.1 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.67 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (10.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.8 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (3.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (2.7 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.7 პროდუქტი); თევზეული (1.4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-2.7 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.0 პროცენტით, რაც 0.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია სატრანსპორტო მომსახურების ქვეჯგუფზე (3.8 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.3 პროცენტით, რაც 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (2.0 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (0.5 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.1 პროცენტიანი კლება, რაც თვის ინფლაციაზე -0.15 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-7.4 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-2.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.61 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (34.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (23.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (20.8 პროცენტი), თევზეული (18.2 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (17.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.6 პროცენტი), ხილი და ყურძენი (15.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (14.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (10.4 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 45.8 პროცენტიანი მატება, რაც 3.72 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (68.4 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (58.0 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (-2.9 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.5 პროცენტით, რაც 1.88 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (19.6 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.8 პროცენტი).