2-03-2022
„ჩაუფიქრდით - რა პოლიტიკური მარცხი მივაყენეთ მეხუთე კოლონას! შახ & მატ! ბრავო საქართველო, ბრავო ოცნება!“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი დავით ქართველიშვილი ირაკლი კობახიძის ბრიფინგს, რომელმაც განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება - განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მისაღებად დაუყოვნებლივ წარადგინოს.
„ნაცმოძრაობის "ევროდეგრადაციის" გზიდან, ოცნების "ევროინტეგრაციის" გზამდე გავლილი ურთულესი პერიოდი. სანამ გახარია ნაცებს "ასრულებს" და სააკაშვილი ომსა და რევოლუციას შორისაა გაჭედილი - საქართველოს ევროკავშირის ოჯახში კანდიდატის სტატუსზე განაცხადი შეაქვს! არ დამიწყოთ ეხლა - მიღებით როდის მიიღებენ! ჩაუფიქრდით - რა პოლიტიკური მარცხი მივაყენეთ მეხუთე კოლონას! შახ & მატ! ბრავო საქართველო, ბრავო ოცნება!“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.