ძლიერი სეტყვა საღამოს მოვიდა და 10-15 წუთი გაგრძელდა.
გავაზის მცხოვრებლების თქმით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა გვიან ამუშავდა. „სროლის ხმა მაშინ გავიგეთ, როცა სეტყვა უკვე შეწყვეტილი იყო. მანამდე უნდა ემოქმედათ“, - უთხრეს ადგილობრივებმა „რეგინფოს“.
მათივე თქმით, მევენახეების ნაწილს ვენახი დაზღვეული აქვს, თუმცა სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ზარალს მხოლოდ მას შემდეგ ანაზღაურებენ, როცა ყურძენს უკვე მარცვალი აქვს გამოტანილი, ამჟამად კი ვაზი ყვავილობის პროცესშია.
შედარებით მსუბუქად დაისეტყვა ყვარლის სოფელი კუჭატანიც.
მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალური კომისია დასეტყვილ სოფლებში ზარალის აღწერას დილიდან დაიწყებს.