გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნინო ფოჩხუა ენმ-ზე: ჯერ იყო და ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ჩაშლა უნდოდათ, არ გამოვიდა, ახალა ევროპის წევრობის კანდიდატის სტატუსზე ხელისშეშლა, არ იღლებიან, ყველაფერზე მიდიან, სამშობლოს ღალატზეც

4-03-2022

„ქვეყნიდან წაღებულ ფულს, ისევ ქვეყნის დანგრევაში ხარჯავენ, მერამდენედ? შეიძლება სათავისოდ გამოიყენო ეს ჯოჯოხეთი, რაც დღეს მსოფლიოში ტრიალებს?“- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა გავრცელებულ ინფორმაციაზე, როგორ ცდილობს “ნაცმოძრაობა” ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაში ხელის შეშლას.


„ჯერ იყო და ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ჩაშლა უნდოდათ, არ გამოვიდა, ახალა ევროპის წევრობის კანდიდატის სტატუსზე ხელისშეშლა, არ იღლებიან, ყველაფერზე მიდიან, სამშობლოს ღალატზეც. სახელმწიფოს ინტერესები მათთვის ჩინურია, მხოლოდ პარტიული ინტერესი, მხოლოდ ძალაუფლება და ხელისუფლებაში მოსვლა. ქვეყნიდან წაღებულ ფულს, ისევ ქვეყნის დანგრევაში ხარჯავენ, მერამდენედ? შეიძლება სათავისოდ გამოიყენო ეს ჯოჯოხეთი, რაც დღეს მსოფლიოში ტრიალებს? გაუსაძლისია უკვე ეს ყველაფერი, არ მოვიდა დრო, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი?!“- წერს Facebook-ზე ნინო ფოჩხუა.