გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაციის თარიღები ცნობილია

4-03-2022

სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 7 მარტის 10:00 საათზე დაიწყება და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება

 

რეგისტრაცია მიმდინარეობს  ელექტრონულად ვებგვერდზე online.naec.ge. 

 

რეგისტრაციის დროს მსურველი ირჩევს მხოლოდ საგამოცდო ქალაქს, რომლის შეცვლა 4 აპრილის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. მონაწილემ, რომელსაც ესაჭიროება სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნოს - „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 14 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).

 

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა იმ სტუდენტს, რომლებსაც არ აქვთ შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი და სურთ დაფინანსების მოპოვება ან გაუმჯობესება. თუ სტუდენტი ვერ შეძლებს გრანტის გაუმჯობესებას, მას შეუნარჩუნდება ის დაფინანსება, რომელიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გასვლამდე ჰქონდა მოპოვებული.

საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მიღება კი შეუძლია ყველა იმ პირს, რომლებსაც აქვთ ბაკალავრის ხარისხი (ან მოიპოვებენ 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე) და სურთ სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელება. 

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge.