4-03-2022
ვერ გადააყოლებენ სექტის ვიწროპარტიულ ინტერესებს ამ ქვეყნის მომავალს! ვერ აგცდებათ ვერც ერთი თქვენი დანაშაულის მხილება! - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დასავლური ლობისტების დაქირავების შესახებ, რომელმაც 1,5 მლნ $ გამოყო, რათა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება „ქართული ოცნების“ პირობებში არ მოხდეს.
მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ დაობლებულ უკრაინელ ბავშვებს დახმარება გაუწიონ, ნაყოფია/კეზერაშვილის ერთობლივი კრიმინალური ფინანსური ნაკადებით, ჯერ კიდევ 2 მარტის საღამოდან გამოყოფილი იქნა მილიონნახევარი დოლარი უცხოელ ლობისტებზე.
„იმის ნაცვლად, რომ დაობლებულ და გაუბედურებულ უკრაინელ ბავშვებს დახმარება გაუწიონ, ნაყოფია/კეზერაშვილის ერთობლივი კრიმინალური ფინანსური ნაკადებით, ჯერ კიდევ 2 მარტის საღამოდან გამოყოფილი იქნა მილიონნახევარი დოლარი თავის უნამუსო და ფულის გამო ოჯახის წევრთა გამყიდველ უცხოელ ლობისტებზე, რათა გაძლიერდეს:
• "ქართული ოცნების" დისკრედიტაცია
• ამ ხელისუფლების პირობებში წარმოჩნდეს საქართველო, როგორც არშემდგარი და არადემოკრატიული სახელმწიფო
• ევროკავშრირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, დაკავშირებული იქნას საქართველოს საერთაშორისო სანქციების მხარდაჭერის "უართან"
• აღნიშნული პროცესი შეჩერებული იქნას საქართველოში ე.წ. პოლიტპატიმრების თემების გამო
• სტატუსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში - წარმატება მაქსიმალურად მიეწეროს ოპოზიციას, ხოლო პროცესის შესაძლო დაყოვნება - მთლიანად გადაბრალდეს არსებულ ხელისუფლებას
სწორედ ამის შედეგად გააქტიურდნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოსისხლე მტრები და ჩვენი მეხუთე კოლონის აქტიური საერთაშორისო წარმომადგენლები - დევიდ კრამერი, იან კელი, რასა იუკნევიჩიანე და სხვები. იუდა ისკარიოტელმაც კი დაუბრუნა ნაყოფია/კეზერაშვილის იდეოლოგიურ წინაპრებს - მისთვის გამოყოფილი სისხლიანი 30 ვერცხლი, ამათთვის ხომ არც ნამუსი და არც ეთიკურ/მორალური ნორმები არ არსებობენ. ვერ გადააყოლებენ სექტის ვიწროპარტიულ ინტერესებს ამ ქვეყნის მომავალს! ვერ აგცდებათ ვერც ერთი თქვენი დანაშაულის მხილება!“ - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.