გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ლატარია „ნაცმოძრაობაზე“: მილიონ ნახევარი დოლარი გამოყვეს სწორედ იმისთვის, რომ იქაურმა ლობისტებმა საქართველოზე უარყოფითი დამოკიდებულება გააჟღერონ

4-03-2022

ექსპერტი ირაკლი ლატარია ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას „ნაცმოძრაობის“ მიერ დასავლელი ლობისტების დაქირავების შესახებ, რისთვისაც „ნაცმოძრაობამ“ 1,5 მლნ $ გამოყო, რათა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება „ქართული ოცნების“ პირობებში არ მოხდეს.


ექსპერტის თქმით, გაუგებარია ასე როგორ ეზიზღება „ნაცმოძრაობას“ საკუთარი ქვეყანა, რომ მზად არიან ევროკავშირში მიღებაზეც კი უარი ათქმევინონ მსოფლიოს, თუ თვითონ არ არიან ხელისუფლებაში.


„ალბათ ყველას გახსოვთ, თუ როგორ აუტალახეს ნაცებმა ევროპარლამენტარებს კაბინეტების მისაღებები ერთადერთი მოთხოვნით - არ მისცეთ საქართველოს უვიზო რეჟიმიო. ახლა თავიდან დაიწყეს, მილიონ ნახევარი დოლარი გამოყვეს (კეზერაშვილის ფული) სწორედ იმისთვის, რომ იქაურმა ლობისტებმა საქართველოზე უარყოფითი დამოკიდებულება გააჟღერონ და საქართველო ვერ გახდეს კანდიდატი ქვეყანა ,,ქართული ოცნების" პირობებში. არ ვიცი ამას რა ქვია, მაგრამ მე ის უფრო არ მესმის, რატომ არ ვაღდგენთ ,,ღალატის მუხლს" და რატომ არ ვაუქმებთ ენმ-ს, როგორც ფაშისტური ორგანიზაცია? არასოდეს, არასოდეს ყოლია ჩემს ქვეყანას ამათზე მეტი მტერი და გიჟივით ვარ, ასე როგორ ეზიზღებათ საკუთარი ქვეყანა, რომ მზად არიან ევროკავშირში მიღებაზეც კი უარი ათქმევინონ მსოფლიოს, თუ თვითონ არ არიან ხელისუფლებაში. ვინ ხართ ბიჭო თქვენ, ვინ? აი თქვენს მომხრეებს თავი რომ ევროპელებად უჭირავთ და რეალურად ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერები არიან, ნუთუ არ რცხვენიათ? მაგრამ სადაც ნამუსია, იქ თქვენ რა გინდათ?“- წერს ირაკლი ლატარია.