გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ანდრია გვიდიანი: კამპანიის აგორება "არ მივიღოთ რუსი ტურისტები" - არაადეკვატურია

4-03-2022

,,მესმის, პუტინი გეზიზღებოდეს - კი, ჯანსაღი პოზიციაა; მესმის, რუსულ პოლიტიკას ვერ იტანდე - სრულიად ლეგიტიმურია; მესმის, აკრიტიკებდე რუსულ პროპაგანდას - კი, ამაზრზენია; მესმის, მხარს უჭერდე უკრაინას - ცხადია, სწორი პოზიციაა; მესმის, რუსეთს ბოროტების იმპერიას ეძახდე - კი, ეგრეა’’ - წერს ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში.


როგორც გვიდიანი წერს, კამპანიის აგორება "არ მივიღოთ რუსი ტურისტები" - არაადეკვატურია. ,,რუსები არ შემოვუშვათო... - მესმის, პუტინი გეზიზღებოდეს - კი, ჯანსაღი პოზიციაა; - მესმის, რუსულ პოლიტიკას ვერ იტანდე - სრულიად ლეგიტიმურია; - მესმის, აკრიტიკებდე რუსულ პროპაგანდას - კი, ამაზრზენია; - მესმის, მხარს უჭერდე უკრაინას - ცხადია, სწორი პოზიციაა; - მესმის, რუსეთს ბოროტების იმპერიას ეძახდე - კი, ეგრეა; მაგრამ


• ბოროტი პრეზიდენტის გამო, ჯავრს იყრიდე ჩვეულებრივ რუს ხალხზე - სიქაჯეა;
• როცა უკრაინელები რუს ტყვეებს აჭმევენ და შენ ტურისტს არ უშვებ - სიგიჟეა;
• კამპანიის აგორება "არ მივიღოთ რუსი ტურისტები" - არაადეკვატურია;
• ადამიანი ცდილობდეს პუტინის რუსეთისგან თავის დაღწევას და კარს ცხვირწინ უჯახუნებდე - ფაშიზმია;
• "სტუმარი კი არის, მაგრამ არ შემოვუშვათ" - არაქართულია;
• "რუსებს თუ შემოვუშვებთ, მაგას პუტინი შემოყვება დასაცავად" - პარანოიაა;
• "აქამდე სად იყვნენ, დროზე წამოსულიყვნენ" - სიშტერეა; ჯამი ჭურჭელია; დედამიწა მრგვალია; წყალი სველია; ღამე ბნელა; აი, ია; აი, თითი’’ - წერს ანდრია გვიდიანი facebook - ზე.